არასამთავრობო ორგანიზაციების ღია შეხვედრები
დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ USAID-ის წარმომადგენლებმა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად გამართეს ღია შეხვდრები ქვემო ქართლის სოფლებში ხიხანსა და აღმამედლოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, მედიის განვითარების ფონდის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები მოსახლეობას ეზოებსა და სოფლის მოედანზე შეხვდნენ, გაეცნენ ხალხის პრობლემებს და დაპირდნენ მათ გადაჭრაში დახმარებას.
ასეთი შეხვედრებით მოსახლეობა ნათლად ხედავს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიის განვითარებაში. შეხვედრები “ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის “ ფარგლებში ხორციელდება .
0 Comments