ნაბი აბდულაევის დამალული ქონება

12 სექტემბერს, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები , რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის, ნაბი აბდულაევის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 1999-2014 წლებში ის ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად კი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე 100% წილს ფლობს შპს “Ans Company-ში” და ამავე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს. ამას გარდა, აბდულაევს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს “ნ.პ.ბ. გროუპის” 50%-იანი წილი და ამავე კომპანიის დირექტორობის სტატუსი. ამავე დროს მის კუთვნილებაშია შპს “ელ.პი.დი.ი. კოს” და შპს “LPGE GEORGIA-ს” 5-5%-იანი წილები, შპს “B.H.E. Co-სა” და შპს “Trans World Group-ში” კი ნაბი აბდულაევის კუთვნილებაში 10 %-იანი და 50 % -იანი წილებია. ამ საკითხთან ინფორმაციის დასაზუსტებლად გავესაუბრეთ , ნაბი აბდულაევს, რომელმაც რამდენიმე კომპანია მის საკუთრებაში აღიარა, ხოლო რამდენიმე უარყო.
0 Comments