“უჩინმაჩინის ქუდი” მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის მასპინძლობს.
სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეული 24 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობასსაქართველოს სხვადასხვა რეგიონების რვა სახალხო თეატრი იღებს. ფესტივალს კონკურსის სახე აქვს, საიდანაც გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები. ფესტივლაზე წარმოდგენილ სპექტაკლებს , აფასებს სპეციალური ჟიური.
27 სექტემბერს მარნეულელი მაყურებლის წინაშე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი სპექტაკლით „უჩინმაჩინის ქუდი“ წარსდგა.
ფესტივალი საზეიმო ვითარებაში 1 ოქტომბერს დაიხურება, ის მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
0 Comments