მაწანწალა ძაღლები მარნეულში

მარნეულის მუნციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი , მაწანწალა ძაღლების პრობლემა მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. მარნეულის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბარში სხვადასხვა საფრთხეზე საუბრობენ , ერთ-ერთი მათგანი, აქიფ ხანსულთანოვი კი მცირეწლოვანი ბავშვის დაკბენის ფაქტს გვიყვება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროს , რევაზ არაშიძეს გავესაუბრეთ , მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ , მაწანწალა ძაღლების მონიტორინგს მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულება არ თვალისწინებს. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის განმავლობაში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა/თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვააზე ტენდერი ორჯერ, 2015 წლის ივლისის-აგვისტოს თვეში გამოცხადდა, თუმცა მათგან არცერთი არ შედგა. პირველი ტენდერის შემთხვევაში წინადადებების მიღების თარიღი 17 ივლისია , დასრულების კი 21 ივლისი; ხოლო მეორე ტენდერის დროს ტენდერში წინადადების მიღება დაიწყო 12 აგვისტოსდან და დასრულდა 14 აგვისტოს დღის თორმეტ საათზე . მოკლევადიანი ტენდერების გამოცხადების ფონზე კი მუნიციპალიტეტში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კიდევ უფრო მეტ მოსახლეს აწუხებს.
რესპოდენტები :
აქიფ ხანსულთანოვი
მარიამ სამხარაძე
ბექა გუჯეჯიანი
საბინა გასანოვა
marneulifm1106 Posts
0 Comments