დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა.
შემთხვევის დროს დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ მანქანაში.
ტელეკომპანია რუსთავი2 ინფორმაციით , გივი თარგამაძემ და მისმა მძღოლმა კონტუზია მიიღეს. აფეთქებისას დაშავდა სამი გამვლელი, მათი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. დაზიანებულია თხუთმეტამდე ავტომობილი.
“კურიერის” ეთერში სატელეფონო საუბარში თარგამაძემ ივარაუდა , რომ მანქანას უკანა მხარეს ჰქონდა მიმაგრებული ასაფეთქებელი, რომელიც დისტანციურად ააფეთქეს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და კრიმინალური სამსახური.
marneulifm1106 Posts
0 Comments