მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება-მაჟორიტარებისა და სამოქალაქო სექტორის აზრი

მარნეულის N36 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატები რადიო “მარნეულის” შეკითხვებს პასუხობენ. მოგწონთ თუ არა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და ითხოვს სასამართლოს თანხმობას 18 წელს მიღწეულ ადამიანის ქორწინებზე; უჭერს თუ არა მხარს მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას – ეს ორი კითხვა მარნეულის N36 ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებს დავუსვით.
გადაცემაში მაჟორიტარი დეპუტატების შეხედულებებზე მოეწყო მცირე დისკუსია აქტიურ სამოქალაქო პირებთან. ჩვენი სტუმრები არიან ოლგა ენდელაძე – “დემოკრატ ქალთა საზოგადოების” დირექტორი, მაკა მენთეშაშვილი – “გენდერული კლუბის” მენტორ-ტრენერი და “მომავლის კლუბის” წევრი ბექა შუკაკიძე.
0 Comments