საერთაშორისო მისია: სწრაფი რეაგირება დარღვევებზე

48%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%98

ეუთო-ოდირის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 9 ოქტომბერს თბილისში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ერთობლივი წინასწარი განცხადების შესახებ ისაუბრეს.

პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს მისიის ხელმძღვანელებმა წინასწარი განცხადება გააცნეს,  დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიც, თუმცა, მას კომენტარი არ გაუეთებია.

პრესკონფერენციაზე ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა იგნასიო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში გაიმართა. თუმცა, სანჩეს ამორის თქმით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, რომელმაც, მართალია, ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ რისკის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნები.

საერთაშორისო დამვირვებლები საუბრისას შეეხნენ გივი თარგამაძის ავტომობილის აფთქებას, კორცხელის ინციდენტს, ასევე არჩევნების დღეს მარნეულში, სამეგრელოსა და ქუთაისში მომხდარ ინციდენტებს.

“მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება ამ დარღვევებზე,”- განაცხადა განაცხადა ემანუელის ზინგერისმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ნატო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ამ არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვნად ახალისებს მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას:

“ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს კამპანის მსვლელობისას. ზოგადად, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ლიდერი დემოკრატიის ტრანსფორმაციის კუთხით რეგიონი,”- განაცხადა პაოლო ალიმ.

გარდა ამისა, მისიის წარმომადგენლები შეეხნენ მედიის თავისუფლების საკითხსაც.

“მასმედიის მფლობელობა არ უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას პოლიტიკური მიზნებისთვის,”- განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.

ზინგერისმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია ფარული კადრების გავრცელება.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმაზე, რომ ძალიან დიდი იყო დისბალანსი წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიისა და სხვა დანარჩენი პარტიების დაფინანსებას შორის. ზ

ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია წარმოდეგენილია 14 ექსპერტით დედაქალაქში და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლით, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან გადანაწილებულნი. კენჭისყრის დღეს, 420 დამკვირვებელი 39 ქვეყნიდან იქნა მივლენილი, რომელთა შორისაა 324 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან, ასევე 37-წევრიანი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 28-წევრიანი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 17-წევრიანი დელეგაცია ნატოდან, და 13- წევრიანი დელეგაცია ევროპარლამენტიდან. გახსნის პროცესს 162 საარჩევნო უბანზე, ხოლო კენჭისყრას – 1,520 საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხმების დათვლაზე დაკვირვება 147 საარჩევნო უბანზე განხორციელდა, დაჯამებას კი 58 საოლქო საარჩევნო უბანში დააკვირდნენ.

წყარო: http://netgazeti.ge/news/146902/

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register