მარნეულელი მუსლიმი შიიტები ერთმანეთს უსამძიმრებენ

დღეს, მაჰარამის თვის მეცხრე , თასუას დღესთან დაკავშირებით სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო მარნეულში.

ოქტომბერი -,  მაჰარამის წმინდა თვე, წლის პირველი თვე მუსლიმური კალენდრის მიხედვით.   მუჰამადის თქმით რამადანის მერე ყველაზე კარგი პერიოდი მარხვისთვის მაჰარამის თვე არის.

ამ თვის მე- 9  და მე- 10 დღეს აშურას-  ორდღიანი გლოვის დღე აღინიშნება. ამ დღეს  მუსლიმები  იხსენებენ 72 წამებულ შიიტს. მათშორის შიიტების მესამე იმამს -ჰუსეინს. რომელიც 680 წელს ბრძოლის ველზე მოკლეს პატარა ქალაქ ქარბალაში, დღევანდელ ერაყის ტერიტორია)

მარნეულში აშურას სამგლოვიარო მსვლელობა დილით დაიწყო და მთავარ მეჩეთამდე გაგრძელდა. სადაც მორწმუნეებმა ლოცვა  გააგრძელეს.

ტრადიციის მიხედვით აშურას დღეს მორწმუნეები ძახილით შახსეი-ვახსეი  შიშველ ტანზე ირტყამენ ჯაჭვს, თვითგვემა. ეს ტრადიცია წარსულ ჩაბარგდა. დღეს გლოვა თვითგვემის გარეშე ჩატარდა როგორც მარნეულში ასევე აზერბაიჯანში სადაც უკვე მესა წელია ამ დღეს ყველა მეჩეთში მორწმუნეები სისხლის აბარებენ.

ამ დღისთვის მარნეულში ჩამოვიდა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი.
მსვლელობის კადრები
დღესასწაულს ქრისტიანობაში. აშურას კომემორაციას ერთ-ერთი ცენტრალური და იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი უკავია შიიტურ ისლამში. თავისი დრამატული ლიტურგიული და რიტუალური გამოხატულებით აშურას სხვა ვერცერთი დღესასწაული ვერ შეედრება შიიტურ ტრადიციაში.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register