თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაშავებული სპეცრაზმელი საავადმყოფოში დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკის ექიმმა დაადასტურა. სპეცრაზმელი ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან შეტაკებისას ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს….